ერაზმუს + კონკურსი მინიოს უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობისათვის

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). 

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები:

  • დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის ელ.ბმულზე
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ.

განაცხადების მიღება იწარმოებს  2019  წლის 31 იანვრამდე.

სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ლინკს: (ლინკს)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ დანართში (N1).

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

  • 1 სემესტრი (2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:

  • თვიურ სტიპენდიას - 850 ევროს;
  • ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი ინფორმაცია:  

  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა გაიღონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
  • დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდე ბმულზე.
  • კრიტერიუმები იხილეთ დანართში (2)

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge; ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: ვებ-გვერდს

 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა