თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ქარცივაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  ხელშეკრულება მიზნად ისახავს ბავშვთა განათლების ხელშეწყობას, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოზარდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში. მემორანდუმს ხელი მსოფლიო ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოეწერა. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  ბავშვთა უფლებათა კონვენცია მიიღო, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა