სტარტაპ კონკურსის Kick Challenge პრეზენტაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სახალხო დაფინანსების პლათფორმის InvestMe დამფუძნებლებმა ზურაბ კაზალიშვილმა და შალვა ოთანაძემ, ასევე USAID - ის პროგრამის G4G წარმომადგენელმა თამარ ჯულაყიძემ  სტარტაპ კონკურსთან Kick Challenge დაკავშირებით სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

Kick Challenge არის ეროვნული მასშტაბის სტარტაპ კონკურსი, რომელიც გამარჯვებულს დაეხმარება დაფინანსების კამპანიის წარმოებაში საერთაშორისო crowdfunding პლათფორმაზე (Kickstarter ან Indiegogo).

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  • I ეტაპი: სტარაპ იდეების მიღება (Pitch desc) ონლაინ რეჟიმში;
  • II ეტაპი: ფინალი, სადაც კონკურსანტები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს.

კონკურსის ჟიურიში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თავად შეაფასებენ კონკურსანტის იდეის თავსებადობას გლობალური პლათფორმის პროფილთან.

დახმარება მოიცავს შემდეგს:

  • მაღალი ხარისხის ვიდეო Pitch-ის დამზადება;
  • კამპანიის განთავსება Kickstarter-ზე ან Indiegogo-ზე;
  • ციფრული მარკეტინგის წარმოება კამპანიისთვის.

სტარტაპ კონკურსის დონორები არიან საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და USAID-ის პროგრამა G4G. პროექტის ორგანიზატორია ქართული სახალხო დაფინანსების პლათფორმა - InvestMe.Ge

იდეების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2018.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა