თორნიკე რიჟვაძემ ბსუ-ს მშენებარე სტუდენტთა საცხოვრებელი დაათვალიერა

სურათი

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დაათვალიერეს. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი 200 მობინადრეზეა გათვლილი და მისი მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობის ოთხ სართულზე განთავსდება როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, აღჭურვილი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. კორპუსში გათვალისწინებულია აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე. შენობაში განთავსდება ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სტუდენტური საცხოვრებლის  მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

სტუდენტური საცხოვრებლის  მშენებლობის გაცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სასწავლო კორპუსის სამშენებლო პროცესით დაინტერესდა. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან ორი მილიონ ექვსას სამოცი ათას ხუთას ორმოცდასამი ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი და ტექნოპარკი. კორპუსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. შენობაში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა