კონკურსი „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში

სურათი

2018 წლის 01 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო "სტუდენტთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში დამატებით აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტებს, რომლებიც 2015, 2016 და 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე; ბოლო ექვსი წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 % -სა.

კონკურსი  ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან;

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.

სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2018 წლის 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პროგრამაში მონაწილეობისთვის და აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოიპოვეს დაფინანსება მათი განცხადებები ავტომატურად ჩაითვლება დამატებით გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებულად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინო სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. N4 ტელ: 24 53 78.

 

 

 

  განცხადება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა