DAAD-ს გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. DAAD-ის  წარმომადგენელმა მაქს ბორნმანმა  სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევარებს გერმანიის გაცვლითი პროგრამები და მასში მონაწილეობის პირობები გააცნო. წარდგინებაზე გერმანიაში სწავლის მსურველები  ასევე გაეცნენ გერმანიის უმაღლესი განათლების სისტემას, სასწავლო გერმანულ და ინგლისურენოვან პროგრამებს, სტიპენდიებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://ic.daad.de/tbilissi/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა