სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში

სურათი

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს  (აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს).

პროგრამის მიხედვით კონკურსანტებს შეღავათები შეიძლება მიენიჭოს შემდეგი შეფასების კრიტერიუმების  გათვალისწინებით:

ა) სტუდენტი - რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 – ზე და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე


 ბ) სტუდენტი, რომელიც  არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 51 ქულაზე;

 გ)სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ანსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

გ).1.  სტუდენტი,  რომელიც არის  საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

დ) სტუდენტი,  რომელიც არის ობოლი (დედით ან მამით) და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

ე)სტუდენტი, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

ვ) სტუდენტი, რომელიც  არის მრავალშვილიანი (ოთხი შვილით)  ოჯახის წევრი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

ზ) სტუდენტი, რომელიც  არის მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილით)  ოჯახის წევრი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

თ) სტუდენტი, რომელიც მიეკუთვნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ დადგენილი ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახს, რომლის სახლის დაზიანება შეფასებულია პირველი ან მეორე კატეგორიით და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

ი) სტუდენტი, რომელიც არის მარტოხელა დედა, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტებით და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

კ) სტუდენტი, რომელიც არის მხოლოდ ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტებით და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

ლ) სტუდენტი, რომლის და ან/და ძმა ასევე არის ბსუ-ს სტუდენტი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლია ან მეტია 71 ქულაზე;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (თანდართული ფორმით - დანართი 1);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა (პასპორტის) და დაბადების მოწმობის ასლი, წარედგინება დედანთან ერთად;

 გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) შეღავათის კრიტერიუმის/კატეგორიის განსაზღვრისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“  განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 9 მარტის  №4 გადაწყვეტილებით(დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლი)

კონკურსის ჩატარების ვადები :

ა) ბსუ-ს სტუდენტთა განცხადებებისა და საბუთების მიღების პერიოდი- 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:0 საათიდან 17:00 საათამდე;

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და საბუთების განხილვის პერიოდი 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით;

გ) კონკურსის შედეგების გამოქვეყნება კომისიის სამუშაო ადგილზე ( ბსუ-ს II კორპუსი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სამუშაო ოთახთან) – 2018 წლის 22 ოქტომბერი;

დ) კონკურსის შედეგების გასაჩივრება (აპელაცია) 2018 წლის 23 ოქტომბერი (ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით);

ე) საკონკურსო კომისიის მიერ სააპელაციო საჩივრების განხილვა და საბოლოო შედეგების ბსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნება - 2018 წლის 24 ოქტომბერი;

საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში (ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, მეორე კორპუსი).

 

 

  ბრძანება 01- 11/90

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა