ტექნოლოგიური კონკურსის "ჰაკატური" პრეზენტაცია

სურათი

კომპანიის VRex Immersive  დირექტორმა ნიკოლოზ როსტომაშვილმა და დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგოჭურმა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური კონკურსი  „ჰაკატური“ წარუდგინეს.

 

ჰაკათონი გაიმართება 19,20, 21 ოქტომბერს, სადაც ბსუ-ს სტუდენტებს, სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონში მიმდინარე ონლაინ ჰაკათონში და წარმოადგინონ ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ინოვაციური გზები.

 

ჰაკათონის მიზანია ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარებისა და რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა