დათო ტურაშვილის ლიტერატურული შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბსუ-ს 328-ე აუდიტორიაში, გაიმართება დათო ტურაშვილის ლიტერატურული შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრა ტარდება ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ ფარგლებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია.

წელს ლეგენდა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონკურსში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.

საიუბილეო კონკურსის ფინალური ტური  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გაიმართება. გაატარეთ შემოდგომის სამი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.

I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველებმა, 17 სექტემბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:

  • პროზაული ნაშრომი - მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია, (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 11);
  • შევსებული ანკეტა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა (www.tsu.edu.ge) განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო

II ადგილი – 700 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ტელ: 2 22 23 91

www.facebook.com/tsu.legenda

იხილეთ თანდართული ანკეტა:

 

  ანკეტა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა