შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან ალექსანდრე ლორთქიფანიძესა და მარიკა მამალაძესთან

სურათი

სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან ალექსანდრე ლორთქიფანიძესა და მარიკა მამალაძესთან. ალექსანდრე ლორთქიფანიძე გახლავთ სამი პერსონალური პოეტური კრებულის: „ლურჯი“, „პოლი პოლაკი“ და „გამჭვირვალეს“ ავტორი. მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის „ალუბლობა“ მთავარი პრიზი 2009 წელს, ასევე „24-საათიანი თეატრალური ფესტივალის“ მთავარი პრიზი 2011 და 2012 წლებში.

მარიკა მამალაძე გახლავთ მოთხრობების კრებულის: „ჩიხი გადაკვეთამდე“ და „უცვეთი ანრის“ ავტორი. ასევე მწერალს ეკუთვნის რომანი „ესკობარი მზესთან“ და დოკუმენტური დღიური „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა