„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“

სურათი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს – „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora 2018“. კონკურსი ყოველწლიურად გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, კომპანიებს. კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე კომპანიებს (თითოეულ ნომინაციაში გაიცემა ცალკე ჯილდო მსხვილი და ცალკე - მცირე და საშუალო კომპანიისათვის).

კონკურსის ჟიურიში ჩართულია 9 საერთაშორისო ექსპერტი ( დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და მრავალი ქართველი ექსპერტი.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.meliora.ge

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კონკურსის ორგანიზატორებს ტელეფონით:  599690969 (ელენე); 599099511(გვანცა), ან ელფოსტით: http://csrawards@meliora.ge

ჯგუფური კონსულტაციები კონკურსის შესახებ გაიმართება 19-20-21 სექტემბერს.
ჯგუფურ კონსულტაციაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ ბმულზე:https://goo.gl/YysKTo

მისამართი: დელისის I შესახვევი, 5ა – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა