ღია კონკურსი პერსონალის (მასწავლებელთა/სპეციალისტთა) შესარჩევად

ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის (2018 წლის 1 ოქტომბერი - 2019 წლის 20 ივლისი) სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით გამოცხადდეს  ღია კონკურსი პერსონალის (მასწავლებელთა/სპეციალისტთა) შესარჩევად

  1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით 2018 წლის 20 აგვისტოდან  24 აგვისტოს  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
    • განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - დანართი 1-ის შესაბამისად);
    • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
    • უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი/ასლები;
    • ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);
    • ფერადი ფოტო (ზომა ¾).
  2. კონკურსი ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ჩატარება)  2018 წლის 27 და 29 აგვისტოს;
  3. საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგები საჯაროდ გამოცხადდება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსა;
  4. კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიიღება  ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2018 წლის 3 სექტემბერს,  10 საათიდან 15 საათამდე;
  5. კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების   გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2018 წლის 5 სექტემბერისა;
  რექტორის ბრძანება 01-08/99
  განცხადების ფორმა (დანართი 1)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა