მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს მაგისტრატურის მიმღებ კომისიაში, 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, მე-3 კორპუსი, ოთახი №402.

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (შედგენილი დანართი № 2-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ)  ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიმღები კონკურსანტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (სტანდარტული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2018 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაში) შემდეგი განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში - 2018 წლის 12 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი);

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 13 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებების  მიიღება (ბსუ-ს კანცელარიაში)- 2018 წლის 14 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 2018 წლის 18 სექტემბერს.

მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2018 წლის 20 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი):

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2018  წლის 21 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები  მიიღება (ბსუ-ს კანცელარიაში) 2018  წლის 24 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 2018 წლის 27 სექტემბერს;

გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 28 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდსა და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

გამოცდებზე დასასწრებად კანდიდატმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (დაგვიანებული კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება).
 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995(422) 29 27 03;    577 141 070

ელ. ფოსტა:i.qerqadze@bsu.edu.ge

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა