საზაფხულო სკოლა „სოფლად ტურიზმის მდგრადი განვითარება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით საზაფხულო სკოლა ,,სოფლად ტურიზმის მდგრადი განვითარება“ ტარდება. სწავლება პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში იმართება. საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციას, ერთობლივი სტუდენტური პროექტების განხორციელებასა და უცხოური გამოცდილების გაზიარებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN), ყირგიზეთის პარტნიორი უნივერსიტეტების,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საზღავაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

25-29 ივნისს, საზაფხულო სკოლაში წარმოდგენილი იქნება პროფესორ-მასწავლებლების მოხსენებები და სტუდენტების ჯგუფური პრეზენტაციები სოფლად ტურიზმის მდგრად განვითარების აქტუალურ საკითხებზე. 

ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილეები აჭარის  ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა