შეხვედრა თანამედროვე საქართველოს გამოწვევებსა და პერსპექტივებზე

სურათი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან  მერაბ ხალვაშთან ერთად, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდნენ. სტუმრებმა შეხვედრაზე საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელობაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, დისკუსია გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა