X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენი სულიერების ბალავარი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილი X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ჩვენი სულიერების ბალავარი“. ორდღიან საერთაშორისო სესიაში 80 ქართველი, რუმინელი, პოლონელი, რუსი, თურქი, ჩინელი მეცნიერი მოხსენებებს წარმოადგენს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაზე, ქრისტიანული სარწმუნოების წიაღში განვითარებულ ლიტერატურაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობაზე, კულტურათა დიალოგზე, სწავლებასა და აღზრდაზე.

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა