„ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,  ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI),  მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა (DEA/MoJ), USAID-ის წარმომადგენლებმა ღია მმართველობა საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები და ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის სავარაუდო ვალდებულებები განიხილეს. 2018 წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველო, თავმჯდომარე ქვეყანა  უმასპინძლებს, სადაც განიხილება ქვეყნის  ეროვნული სამოქმედო გეგმა.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა და ღია მმართველობის ფარგლებში არაერთი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო აირჩიეს პარტნიორობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წელს - პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად და პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა.

დისკუსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და USAID საქართველოს ორგანიზებით  გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა