ბსუ-ს პროექტი „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
2 აგვისტო 2024 წელი
ბსუ-ს პროექტი „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
ბსუ-ს პროექტი „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ გამარჯვებულია. საგრანტო პროექტი მიზნად ისახავს აჭარის არქეოლოგიური ძეგლების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნას. აჭარის არქეოლოგიური ძეგლების გეოინფორმაციული სისტემის რუკაზე დატანა მნიშვნელოვანი სიახლეა არა მარტო რეგიონისათვის, არამედ ზოგადად შავიზღვისპირეთისათვის, რადგან ამ მასალის გამოჩენა გეოინფორმაციული სისტემის რუკაზე შეავსებს ინფორმაციულ ვაკუუმს. ელექტრონული არქეოლოგიური რუკის არსებობა გაზრდის შავიზღვისპირეთის კულტურული რესურსების მართვის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
სრულად