„ვებომეტრიქსის“ კვლევებით ბსუ საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულშია
11 აგვისტო 2020 წელი
„ვებომეტრიქსის“ კვლევებით ბსუ საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულშია
„ვებომეტრიქსის“ კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხუთეულშია! ორგანიზაცია იკვლევს უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. „ვებომეტრიქსი“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს და მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
სრულად