ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
16 სექტემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ, ბსუ-ს კურსდამთავრებულმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს. უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომლის საშუალებით სტუდენტები გაეცნენ არსებულ სიახლეებსა და მიღწევებს. ახალი სასწავლო წლის გახსნა მუსიკალურად ბსუ-ს ბენდმა გააფორმა.