თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
6 ივნისი 2019 წელი
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, სესიები, საზაფხულო სკოლები, ტრენიბგები და სემინარები. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ საკვალიფიკაციო კურსების ჩატარებას და პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებას.
სრულად