|
ინსტიტუტის ექსპერიმენტული ტექნოლოგიური სტენდი
ინსტიტუტში ფუნქციონირებს ექსპერიმენტალური ტექნოლოგიური სტენდი, რომელიც აღჭურვილია ძირითადად უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებით, სადაც ხორციელდება ახალი სახის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური რეჟიმების დადგენა და დაზუსტება, პროდუქციის საცდელი-საწარმო ნიმუშების დამზადება და დანერგვა.
ტექნოლოგიური სტენდის საწარმო სიმძლავრე საშუალებას იძლევა მის ბაზაზე გადამუშავდეს ციტრუსი, სუბტროპიკული ხურმა, ტყემალი, ღოღნაშო, კივი, მოცვი, ვაშლი, სტევია და სხვა. დამზადდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტების ფართო ასორტიმენტი: ნატურალური კონცენტრატები, წვენები, ნექტარი, ჯემები, ხილფაფები, საწებლები, აჯიკა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ბუნებრივი დამატკბობლები, ციტრუსის ყვავილის ექსტრაქტი და სიროფი.
მზა პროდუქციის წარმოების წლიური მოცულობა საორიენტაციოდ შეადგენს 100-120 ტონას. |