„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია

სურათი

დღეს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრმა ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად,  სასტიპენდიო პროგრამების ,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018’’   პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა  დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს საგრანტო კონკურსის პირობებსა და პროცედურებზე. განათლების საერთაშორისო ცენტრის  სასტიპენდიო პროგრამა  „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ საქართველოს 15 მოქალაქეს სწავლას საფრანგეთში, განათლების საერთაშორისო ცენტრი,  საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ფინანსურად  ერთობლივად უზრუნველყოფენ.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები წარმოადგენენ. სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.
პროგრამა კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაში დაეხმარება, რაც უზრუნველყოფს მათთვის ინდივიდუალური პროფესიული  კონტაქტების გაფართოებასა  და ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ინტერსექტორალურ ურთიერთთანამშრომლობას.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები:
• აგრარული მეცნიერებანი;
• განათლება;
• ინჟინერია;
• მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
• სოციალური მეცნიერებები;
• ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
• სამართალი;
• არქიტექტურა;
• საჯარო მმართველობა;
• მენეჯმენტი.

კონკურსში გამარჯვებული პირი  დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამისთვის არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილი არ მიიღება და წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

• ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით.
• არასრული განაცხადი არ განიხილება.
•საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
• ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.
• სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, ცხელი ხაზი: 2 40 02 02


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა