გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

სურათი

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სტუმარი ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების, საზღვარგარეთ სწავლის და სტაჟირების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თათია დოლიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მუშევრობის, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებსა და ეკლესიის როლზე ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაში. 28 იანვარს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ნიუ-იურკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სხდომაზე მიემგზავრება, სადაც ქართველი ახალგაზრდების სახელით ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატი თათია დოლიძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მიანიჭა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა