3 დეკემბერი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ევროკავშირი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები“. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა მოხსენებები წარმოადგინეს შშმ პირთა აქტუალურ საკითხებზე. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ყურადღება გაამახვილა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ადაპტირებული გარემოს შექმნასა და საგანმანათლებლო პროგრამებში ინკლუზიური განათლების აუცილებლობაზე.

შედგა კონსტიტუციის 42-ე მუხლის განხილვა და დისკუსია დისკრიმინაციის პოლიტიკური და სხვა შეხედულებების ნიშნის ფორმებზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.  კონფერენცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა