სემიოტიკის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემიოტიკის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა“. სამეცნიერო კონფერენცია ოთხი მიმართულებით 13 სექციაში იმუშავებს. ორი დღის განმავლობაში 100-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი მოხსენებას წარმოადგენს სემიოტიკის  აქტუალურ პრობლემებზე. კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: სინერგეტიკა - მეცნიერების მომავალი.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, სემიოტიკურ კვლევებში გააერთიანოს მეცნიერების სრულიად სხვადასხვა მიმართულება, გახსნას მათ შორის საზღვრები და გაააქტიუროს კომუნიკაცია ლინგვისტებს, ლიტერატურათმცოდნეებს, ფსიქოლოგებს, რელიგიათმცოდნეებს, სოციოლოგებს, პოლიტოლოგებს, კულტურის მკვლევრებს, არქეოლოგებს, მათემატიკოსებს, ქიმიკოსებს და სხვათა შორის.

სემიოტიკის კონფერენციების ციკლი 2010 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.

სემიოტიკის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიმართულებები:

  • ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა
  • ლიტერატურის სემიოტიკა
  • ენათმეცნიერება, ენის სემიოტიკა
  • კულტურის სემიოტიკა, თარგმანი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა