ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის 15-ე საიუბილეო გასვლით სესიას მასპინძლობს

სურათი

ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის  15-ე საიუბილეო გასვლით სესიას მასპინძლობს. სხდომა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ევროპის კულტურის პარლამენტის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა მდივანმა კარლ-ერიკ ნორმანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა გახსნეს. პლენარული სხდომა მიეძღვნა თემას: ,,იქნება თუ არა წამყვანი ევროპული ღირებულებები ევროპაში“. ოთხი დღის  განმავლობაში 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი  სესიებსა და ვორკშოფებზე ევროპულ ღირებულებსა და შესაძლებლობებზე მოხსენებებს წარმოადგენენ და დასკვნითი დებატების შემდეგ რეზოლუციას მიიღებენ.

პარლამენტის მიზანია ხელი შეუწყოს  სხვადასხვა კულტურულ  თუ  შემოქმედებით  იდეებსა   და ინიციატივებს    ევროპაში,   გააძლიეროს  ეთიკური  და ესთეტიური ღირებულებები. ევროპის კულტურის  პარლამენტს სურს  დამოუკიდებელი  ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების   წახალისება,  მათი შეხედულებების   მოსმენა, რათა   დაბალანსდეს     ტექნოკრატიის  ძლიერი ზეგავლენა ევროპული ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, ევროპის კულტურის პარლამენტის  დამფუძნებლებს  სურდათ  გაეღრმავებინათ  თანამშრომლობა   და დიალოგი    აღმოსავლეთ  და დასავლეთ   ევროპის მოქალაქეებს შორის   ხელოვნების  სხვადასხვა სფეროში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში. ამ მიზნით,  ცნობილი ხელოვანები და   კულტურის სფეროში მოღვაწე  სხვა  პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან  არჩეული  იქნენ   დელეგატებად -  ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად.  2016 წლის ზაფხულიდან  ECP -ში    43  ქვეყნის  160  წევრია გაერთიანებული.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა