ახალი სასწავლო წელი

სურათი

ძვირფასო სტუდენტებო!

ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი 3 ოქტომბერს განახლდება!

(ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის:ბაკალავრიატი,მაგისტრატურა,დოქტორანტურა)

მხოლოდ,  სამ  ფაკულტეტზე - ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის,  სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი განახლდება 10 ოქტომბერს !

საინფორმაციო შეხვედრები პირველკურსელებისათვის ფაკულტეტების მიხედვით 3 ოქტომბერს გაიმართება შემდეგ მისამართებზე:

  1. განათლების ფაკულტეტი - 11:00 სთ, სააქტო დარბაზი
  2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 10:00 სთ, აუდიტორია N 423, N 421,N 403,N 434
  3. იურიდიული ფაკულტეტი - 10:00 სთ, აუდიტორია N 534
  4. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- 10:00 სთ, აუდიტორია N 509
  5. ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 10:00 სთ, აუდიტორია N 404,  ფიროსმანის ქ.N12
  6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 10:00 სთ, სააქტო დარბაზი

სტუდენტები, რომლებსაც არ გაუვლიათ აკადემიური რეგისტრაცია, ვალდებულები არიან 3 ოქტომბერს მიმართონ  შესაბამისი ფაკულტეტების სამდივნოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი!

საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ , სტუდენტებისთვის, 13:00 სთ-ზე, უნივერსიტეტის ფოიეში (I კორპუსი) გაიმართება დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია.

4 ოქტომბერს - 13:00 სთ, ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია

ლექციები ჩატარდება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის'' და წიგნის მაღაზია ''სანტა ესპერანსას'' ორგანიზებით გამართულ წიგნის ფესტივალის ფარგლებში.

P.S. I და III კურსელებისათვის სასწავლო პროცესი 9 საათზე დაიწყება, II და IV კურსელებისათვის - 13 :00 სთ-ზე.

გელოდებით!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა