აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტუდენტებს შეხვდა

სურათი

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი რექტორთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა დახმარების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდნენ. რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა ახალგაზრდებს სტუდენტთა დახმარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამები გააცნო. სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებით 2012 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

2016-2017 წლისათვის კონკურსის წესით დაფინანსება ბსუ-ს 205-მა სტუდენტმა მოიპოვა. შეხვედრის დასასრულს, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. უნივერსიტეტის რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედი პროგრამის  „აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში ხორციელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა