პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტოს (პორტუგალია) უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მკვლევარის, პროფესორ ელიზიუ მანუელ კოშტას საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო. საჯარო ლექცია თირკმლის ქრონიკულ  დაავადებათა გავრცელებას, გამომწვევი მიზეზების დადგენას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს მიეძღვნა. აგრეთვე,  საუბარი შეეხო თირკმლის ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროფესორ მანუელ კოშტას სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

საჯარო ლექციათა ციკლი აჭარის ა/რ  განათლების,  კულტურისა  და  სპორტის  სამინისტროს  2016  წლის  „უმაღლესი  განათლების  ხელშეწყობის“  ქვეპროგრამის  ფარგლებში  დაფინანსდა და 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა