ბსუ-ში საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიმდინარე წლის 29-30 აგვისტოს ბსუ-ში საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან ერთად, მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმოადგენდნენ პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ირინა წეროძე და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ვალერიან გობრონიძე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს წარმოადგენდნენ კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ნინო ბერელიძე, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი, ბატონი კახაბერ ერაძე და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონსულტანტი, ქალბატონი ნინო რუხაძე.

შეხვედრისას იმსჯელეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში განხორციელებული ცვლილებებისა და აღნიშნული წესის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით უნივერსიტეტებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მოდულური პროფესიული პროგრამების ადმინისტრირების საკითხებზე. წარმოდგენილი იქნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილება ამ მიმართულებით და გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა უნივერსიტეტების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.

მომხსენებლებმა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების ძირითადი მოთხოვნები განიხილეს და აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით  განსახორციელებელი აქტივობები განსაზღვრეს.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა