ფუტსალის ნაკრების მორიგი წარმატება ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში

სურათი

ბსუ-ს  ფეხბურთის გუნდმა ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში „ბათუმი-2016“  3-4 ადგილისათვის  გამართულ  მატჩში თელავის ნაკრები ანგარიშით 7:3  დაამარცხა და მე-3  საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში წელს მეშვიდედ გაიმართა და მასში 5 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრში   საქართველოს საუნივერსიტეტო გუნდებიდან  მხოლოდ ბსუ-ს ნაკრები იყო წარმოდგენილი.

ბსუ-ს გუნდმა 23-26 ივლისს მიმდინარე ტურნირში წარმატებით იასპარეზა და თელავის, აზერბაიჯანისა და აფრო კამერუნას გუნდები  დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხა.
ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა