საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევრო ატლანტიკური სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევრო ატლანტიკური სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში '' გაიხსნა.

საზაფხულო სკოლა ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ფარეშიშვილმა, რუმინეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილებისა და ნატოს საკითხებში მრჩეველმა რადუ გორინჩიოიმ და ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მარი ფრანს პერდიგონმა გახსნეს.

საზაფხულო სკოლის მიზანია განიხილოს და იმსჯელოს  ევრო ატლანტიკურ სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე შავი ზღვის რეგიონში, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ ჭრილში.
30 ევროპელი  სტუდენტი ქართველ სტუდენტებთან ერთად,  ერთი კვირის  განმავლობაში ევროკავშირის ინტეგრაციის, ენერგეტიკული და რეგიონალური უსაფრთხოების, ნატო-ს გაფართოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავის ზღვის რეგიონში გაყინული კონფლიქტების საკითხებს განიხილავენ.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ ქართველი, ბრიტანელი, ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარიელი და ესპანელი სტუდენტები.

სტუდენტებს ლექციებს  ქართველ პროფესორებთან ერთად,  უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების  ექსპერტები და პროფესორები წაუკითხავენ.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ფრანგული ორგანიზაცია CIFE-ის (Centre International de Formation Européenne) და ბსუ-ს  ორგანიზებითა და რუმინეთის საელჩოს, ნატოსა და ევროკავშრის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პარტნიორობით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა