ბსუ-სა და კონკურენციის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონკურენციის სააგენტოს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სააგენტოში პრაქტიკის გავლასა და საერთო პროექტების დაგეგმვას ითვალისწინებს.

კონკურენციის სააგენტო 2014 წელს  შეიქმნა  და მისი მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა