ბსუ-ში სტომატოლოგიური კლინიკა ‘’ ბსუ დენტი ‘’ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური  კლინიკა  ,,ბსუ დენტი“ გაიხსნა. კლინიკაში სტომატოლოგიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსისა და რეზიდენტურის სტუდენტები კლინიკურ მეცადინეობებს გაივლიან. „ბსუ დენტში’’ სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის სასწავლო ორთოპედიის, ოდონტოლოგიის, საფანტომო, თერაპიის,  რადიოვიზიოგრაფიისა  და დეკონტამინაციის კაბინეტებია განთავსებული. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე  აპარატურით: პორტატული სტომატოლოგიური დანადგარებით,  ფანტომებით, მულაჟებით, აუდიო-ვიდეო  მონიტორებითა და კომპიუტერული ტექნიკით.

საუნივერსიტეტო კლინიკაში ‘’ბსუ დენტი’’ კლინიკურ სწავლებასთან ერთად პაციენტთა მიღება განხორციელდება. სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პაციენტთა მიღების დროს პროფესორ-მასწავლებლებს ასისტირებას გაუწევენ, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოტივაციის გაზრდასა და  სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა  და თანამშრომლებისათვის მომსახურების შეღავათიანი პაკეტები  იქნება  შეთავაზებული.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება  1998 წლიდან დაიწყო. 2004 წელს დაარსდა სტომატოლოგიის კათედრა, რომელიც 2006 წლიდან გარდაიქმნა დეპარტამენტად.

2009 წლიდან ბსუ-ში აკრედიტებულია სარეზიდენტო პროგრამები თერაპიულ, ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა