თანამშრომლობის მემორანდუმი რუსეთის ტურიზმისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს.დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში  ორ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

თანამშრომლობა  ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და რუსეთის ტურიზმის უმაღლეს სასწავლებელს შორის  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების  ორგანიზებას და საზაფხულო სკოლების ერთობლივად ორგანიზებას ითვალისწინებს. აგრეთვე, განისაზღვრა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა