უკრაინის სამართლის სკოლის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ივანო-ფრანკოვსკის მეფე დანილა გალიცკის სახელობის სამართლის უნივერსიტეტის   (უკრაინა) დელეგაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობს. დელეგაციის წევრები - რექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანდრეი ლუცკი, პრორექტორი სამეცნიერო დარგში-ალექსანდრ ოსტროგლიადი, პრორექტორი სასწავლო-პედაგოგიური მუშაობის დარგში-ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი პეტრ ოსტაფიიჩუკი და პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში-ტატიანა რუდაკი  თანმხლებ  პირებთან ერთად  რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ.

შეხვედრაზე შემდგომი  თანამშრომლობის კონკრეტული გზები დაისახა. აგრეთვე, დელეგაციის წევრებმა  შეხვედრა გაიმართეს სამართლის ფაკულტეტისა და არქიტექტურის მიმართულების პროფესორებთან და  ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, კონფერენციების, საზაფხულო სკოლების მომზადებასა და ჩატარებაზე შეთანხმდნენ. დაგეგმილია სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაც.

ივანო-ფრანკოვსკის მეფე დანილა გალიცკის სახელობის სამართლის უნივერსიტეტის   დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში  ორ უნივერსიტეტს შორის მიმდინარე წელს გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა