უნივერსიტეტში სტუდენტური სპექტაკლის „დარისპან ქარ სიძის’’ პრემიერა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის ნაწარმოების „დარისპანის გასაჭირის’’ მიხედვით მორიგი სპექტაკლი შესთავაზა. კომედია „დარისპან ქარ სიძე’’ მე-19 საუკუნის საქართველოს სოციალური და ყოფითი პრობლემების ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.

ერთმოქმედებიან სპექტაკლში თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილების ოჯახური ცხოვრებისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება იყო ხაზგასმული. რეჟისორები გიორგი ფირცხალაშვილი და როინ დვალი პიესაზე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. სტუდენტებმა: მარიამ ქიქავამ, ივანე ბაკურაძემ, გვანცა მემარნემ, მიხეილ ჯინჭარაძემ, გიორგი კიკნაძემ, ნინო ჩხიკვაძემ და ვიქტორია ხონელიძემ პიესაში გროტესკული პერსონაჟები გააცოცხლეს და ძველი და ახალი პერიოდის სინთეზი შემოგვთავაზეს.

სპექტაკლი ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა