26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სურათი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. უნივერსიტეტის ფოიეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა მოეწყო და დოკუმენტური ფილმების ჩვენება შედგა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მარინა გიორგაძემ დამთვალიერებლებს ასევე 1996 წელს ლევილში გადაღებული ფოტოები წარუდგინა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიძღვნა ისტორიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - ,,26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა“. სამეცნიერო სესია რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა გახსნა და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებზე.


მომხსენებლებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის კომიტეტის შექმნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა,  საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა და ეროვნული საბჭოს შექმნა, ბრესტის ზავი და საქართველო, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლის აღდგენა - 1918 წლის 26 მაისი.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა