მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის გეორგ ლომანის საჯარო ლექცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, გეორგ ლომანის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: ,,ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა’’.

საჯარო ლექციათა ციკლი, სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გახორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა მულტიპარტიციპატორული, სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა:

• სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება
• რელიგიის როლი სახელმწიფოში და რელიგიური პლურალიზმი
• საჯარო სივრცის მნიშვნელობა კონსტიტუციური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში;

გეორგ ლომანიმ ყურადღება ადამიანის უფლებათა ნაციონალურ, საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ კონცეფციებზე გაამახვილა და ადამიანის უფლებებსა და რელიგიურ თავისუფლებაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა