ნუგზარ სურმანიძე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ნუგზარ სურმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.


ნუგზარ სურმანიძემ სტუდენტებს ჯანდაცვის სისტემა გააცნო და  დარგში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით,  ქ. ბათუმის  რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დასრულდება, საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი მიენიჭება და სტუდენტებს საშუალება ექნებათ სამედიცინო პრაქტიკა გაიარონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.


შეხვედრის დასასრულს მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ახლადგახსნილი ზოოლოგიის კაბინეტი დაათვალიერა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა