ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ‘’გადაწყვეტილების მიღების პრობლემები გაურკვევლობის პირობებში’’ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში XXVII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: ‘’გადაწყვეტილების მიღების პრობლემები გაურკვევლობის პირობებში’’. კონფერენცია ტარას შევჩენკოს კიევის ნაციონალური  უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება და მასში 9 ქვეყნის 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს.

სამდღიანი კონფერენცია ცნობილი უკრაინელი მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის   ალექსანდრ ნაკანეჩნამუს 70 წლის იუბილეს ეძღვნება და 27 მაისს დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა