საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბსუ-ს რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსები და ფაბლაბი დაათვალიერა

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი, ახლადშექმნილი ერთიანი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია-ფაბლაბი  და  სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია დაათვალიერა.

ფაბლაბი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე 2015 წლის დასასრულს დაარსდა და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს. ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება. ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშუალება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. 

ბსუ-ში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა   ახალი  კორპუსის  სრულიად რეაბილიტირებული მე-4 და მე-5 სართულები,  განახლებული  ზოოლოგიისა და მინეროლოგიის კაბინეტები, იურიდიული კლინიკა, განახლებული სასამართლო   საიმიტაციო დარბაზი, თანამედროვე კრიმინალისტიკური ლაბორატორია და ფოტო-ვიდეო სტუდია მოინახულა. თამარ სანიკიძის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული კვლევითი დაწესებულებებითა და მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით  შეხვდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა