ბსუ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ‘’სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველ საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMED BATUMI 2016 ’’-ში მონაწილეობს. ბსუ გამოფენაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით, მათ შორის ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამით წარსდგა, რომელზეც 60 ინდოელი სტუდენტია ჩარიცხული. ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამას სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო და არასამედიცინო წარმომადგენლები გაეცნენ. პროგრამის განხორციელების მეთოდებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებში. საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMED BATUMI 2016’’ მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია ღებულობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა