სტუდენტთა, დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

უკრაინაში, ქალაქ კიევში ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა, დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენციაში: „ШЕВЧЕНКIВСЬКА ВЕСНА: ЕКОНОМIКА 2014“ მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,მენეჯმენტის” სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტებმა. პროფესორ გელა მამულაძის ხელმძღვანელობით მანანა დიდმანიძემ, დარინა გორგილაძემ და ქეთევან თავდგირიძემ სესიაზე მოხსენებები წაიკითხეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: „სარეკლამო ბიზნესში არსებული ტენდენციები და პერსპექტივა“, „კომერციული ბანკების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“, „მართვის პრობლემები ვაჭრობის სფეროში და მათი აღმოფხვრის გზები“. ხუთდღიან კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომები კონფერენციის შრომების კრებულში დაიბეჭდა და ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სტუდენტებს ულოცავს წარმატებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა