ნატოს პოლიტიკური ოფიცერი სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, პოლიტიკური ოფიცერი ჯირი პრეცლიკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საინფორმაციო ფორმატის შეხვედრაზე, პოლიტიკური ოფიცერი სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და პრინციპებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ესაუბრა. ჯირი პრეცლიკი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშსაც  შეხვდა. შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით შედგა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა