კარნეგის კვლევების მხარდაჭერის პროგრამა (CRFP)

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში „Carnegie Research Fellowship Program“-ის ფარგლებში, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისის - დასავლეთ NIS-ის და სამხრეთ კავკასიის პროგრამების მენეჯერმა ალექსეი ხარლამოვმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პროექტის წარმომადგენელმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კარნეგის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა. პროგრამა ითვალისწინებს 4-თვიანი კვლევითი პროექტების დაფინანსებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით. წარმატებული აპლიკანტები სტიპენდიას 2014-2015 სასწავლო წლისთვის მიიღებენ და კვლევებს აშშ-ს პრესტიჟულ სასწავლებლებში აწარმოებენ.
ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. პროგრამა ითვალისწინებს, კვლევითი პროგრამების დაფინანსებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით. წარმატებული აპლიკანტები 2014-2015 სასწავლო წლისთვის მიიღებენ სტიპენდიას აშშ-ს პრესტიჟულ სასწავლებლებში 4 თვიანი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა