თურქ ბიზნესმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შორის. დოკუმენტი მიზნად ისახავს გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დასაქმებას. მხარეთა შეთანხმებით, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. ასოციაციის ხელშეწყობით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი და თურქოლოგიის მიმართულების აუდიტორიები აღიჭურვება კომპიუტერული აპარატურით, მეთოდოლოგიური ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით და წარჩინებული სტუდენტებისათვის დაწესდება სტიპენდიები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა