მემორანდუმი ტალინის უნივერსიტეტთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტალინის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტიიტ ლანდი, ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი პეტერ ნორმაკი და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი მაარიკა მილი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეს ნათია წიკლაშვილსა და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ოთხწლიანი  თანამშრომლობის შედეგები დადებითად შეაფასეს და კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დაიგეგმა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და კონფერენციების, სემინარებისა და საზაფხულო სკოლების ჩატარება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა