ბსუ-ს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ საერთაშორისო ფესტივალზე „კარპატი-2015“ მეორე ადგილი მოიპოვა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ რუმინეთში, არჯეშის რეგიონში გამართულ 32-ე საერთაშორისო ფესტივალზე - „კარპატი 2015“ მეორე საპატიო ადგილი მოიპოვა. საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს, რუმინეთის, სერბეთის, გუამის, არგენტინის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის, საფრანგეთის, თურქეთის და ლატვიის  პროფესიული ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
 
ფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში არჯეშის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში ყოველდღიურად იმართებოდა მსვლელობები და კონცერტები. კომპეტენტური ჟიური აფასებდა მონაწილე ჯგუფებს სამი გამარჯვებულის გამოსავლენად. კონკურსის საბოლოო გამარჯვებულთა შორის ანსამბლმა ,,ტბეთმა“ საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა და ფულადი პრიზი 7 000 რუმინული ლეის ოდენობით, პირველი ადგილი 10 000 ლეი სამხრეთ კორეის პროფესიულ ანსამბლს, ხოლო მესამე ადგილი 5 000 ლეი  არგენტინის პროფესიულ ანსამბლს ერგო. 
 
საერთაშორისო ფესტივალზე ,,ტბეთმა“ ღირსეულად წარმოაჩინა ქვეყანა და უნივერსიტეტი,  დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელებში და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებიდან ადგილზევე მიიღო მოწვევები ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ანსამბლ ,,ტბეთს“ გამარჯვებას წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა